Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

გავიმეორეთ  წინა  მეცადინეობაზე  განხილული საკითხები.  გავეცანით   გამოკითხვის  გაჯეტს. შევაჯამეთ  ტრენინგი. თითოეულმა  მასწავლებელმა  ისაუბრა  საკუთარი პროექტის  ირგვლივ. ტრენინგის  მონაწილეებმა   ძალიან  საინტერესოდ წარადგინეს  განსახორციელებელი  პროექტების  მიზანი, ისაუბრეს  თემის  აქტუალობაზე. განსაკუთრებით  მომეწონა  თემები: გეომეტრიული ფიგურების  როლი ცხოვრებაში, რადიაცია  შინ,  ფორდბოიარდი, გამოწვევები და მისწრაფებები ახალი თაობისათვის- ახალი ნაბიჯები ევროპულ სივრცეში , როგორ  უყვარდათ საქართველოში. იმედი მაქვს,  რომ თითოეული მათგანი წარმატებით  განახორციელებს  დაგეგმილ პროექტს.

Sunday, April 2, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღეს  ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე, თუ როგორ  უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობის პროცესში. გავაკეთეთ სლაიდშოუ      powerpoint-ის გამოყენებით. გადავხედეთ  პორტფოლიოს  და ავტვირთეთ დრაივზე. შევქმენით სიის გაჯეტები, მივანიჭეთ მისამართი  და ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, April 1, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღეს  განხილული საკითხები. აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები:აპარატული, პროგრამული, ბეჭდური, ინტერნეტრესურსები, ინვენტარი, მასალები.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს  ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებების დაცვაზე.განვიხილეთ ლიტერატურული შაბლონები.დავათვალიერეთ ერთმანეთის  ბლოგები და  დავწერეთ  კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე.

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა დღეს განხილული საკითხები. განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდები.პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესაფასებლად გამოვიყენებთ როგორც განმავითარებელ,  ისე  განმსაზღვრელ შეფასებას. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო პროექტის მსვლელობის ეტაპების გათვალისწინებით, დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.შევქმენით  მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია .

ტრენინგის მესამე დღე

დღეს  ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. დავისახეთ სასწავლო მიზნები და გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.განვიხილეთ საკვანძო კითხვების მაგალითები და მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი  სიტყვები. გამოვკვეთეთ პროექტის შინაარსი და შევუსაბამეთ სტანდარტს.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე


   დრეს  ტრენინგში მონაწილე  პედაგოგებმა ერთმანეთს  გავუზიარეთ  განსახორციელებელი პროექტების სათაურები. გავეცანით პუბლიკაციის მომზადების  წესებს, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის  ჩემ  მიერ კლასში  პროექტის   განხორციელების მიზნებს.ვიმუშავეთ ბუკლეტის  დიზაინზე. ვფიქრობ,  ძალიან  ნაყოფიერი და საინტერესო იყო  დღევანდელი ტრენინგი.

Saturday, March 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

     წარვუდგინე  ჯგუფს  ჩემი თავი და გავეცანი  კურსის  მონაწილეებს. გავაცანი ჩემი  ამ კურსში  მონაწილეობის  მიზნები. ვფიქრობ, კომპიუტერული  ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით,  ინტელის  კურსი  დამეხმარება  მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი  უნარებისა და  უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.  შევქმენი პორტფოლიოს ელექტრონული  საქაღალდე, რათა  ორგანიზებულად  შევინახო  როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული დოკუმენტები. ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა და გამოცდილება  დამეხმარება  მოსწავლეს  ჩამოვუყალიბო   21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.