Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

გავიმეორეთ  წინა  მეცადინეობაზე  განხილული საკითხები.  გავეცანით   გამოკითხვის  გაჯეტს. შევაჯამეთ  ტრენინგი. თითოეულმა  მასწავლებელმა  ისაუბრა  საკუთარი პროექტის  ირგვლივ. ტრენინგის  მონაწილეებმა   ძალიან  საინტერესოდ წარადგინეს  განსახორციელებელი  პროექტების  მიზანი, ისაუბრეს  თემის  აქტუალობაზე. განსაკუთრებით  მომეწონა  თემები: გეომეტრიული ფიგურების  როლი ცხოვრებაში, რადიაცია  შინ,  ფორდბოიარდი, გამოწვევები და მისწრაფებები ახალი თაობისათვის- ახალი ნაბიჯები ევროპულ სივრცეში , როგორ  უყვარდათ საქართველოში. იმედი მაქვს,  რომ თითოეული მათგანი წარმატებით  განახორციელებს  დაგეგმილ პროექტს.

2 comments:

  1. საინტერესო და აქტუალურია თქვენი პროექტი რადგან მოსახლეობის უმეტესობა არ იცნობს იმ მწერლებს რომლის სახელობის ქუჩაზეც ცხოვრობენ. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete
  2. ნინო საინტერესო პროექტს ახორციელებ, წარმატებები მუდამ

    ReplyDelete